წითელი კედელი | ეპსტეინის ამბავი
Play • 1 hr 53 min
ჯეფრი ეპსტეინის საქმე ექცევა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, მარცნიდან მარჯვნივ და ცენტრის გავლით. ეპსტეინი ამერიკელი მილიარდელი იყო, რომელიც არასრულწლოვანთან სექს ტრეფიკინგის გამო დააკავეს ერთი წლის წინ, დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ კი თავის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცოტა ხნის წინ საქმე კვლავ გახმაურდა, რადგანაც ეპსტეინის თანამზრახველი, გილეინ მაქსველი მოათავსეს ციხეში. საქმე მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს, ვინაიდან სექს ტრეფიკინგის საქმეში ფიგურირებენ ბილ კლინტონი, პრინცი ენდრიუ, დონალდ ტრამპი და პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ელიტის სხვა წარმომადგენლები. როცა კითხულობ ეპსტეინის საქმეს ხვდები, რომ ეს არის გაბატონებული კლასის ჰეგემონიის რადიკალური გარყვნილების და დანაშაულებრიობის გამოხატვა. მდიდრები და გავლენიანები ადამიანებს აღიქვამენ, როგორც საკუთრებას და თავს უფლებამოსილად თვლიან განკარგონ მათი სხეული და დატოვონ წარუშლელი ტრავმები არასრულწლოვნების ცხოვრებაზე. დღეს ჩვენ ეპსტეინის ამბავზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტუმარია ნიკა ქუცნიაშვილი. შენიშვნა: ეს ძალიან სენსიტიური თემაა და ამას სრულად ვიაზრებთ. ჩვენი მიზანი იყო ქართულ ენაზეც მოგვეყოლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის შესახებ ახლა და თანაც არ დაგვერღვია ზღვარი, რომლითაც მსგავსი მგრძნობელობის საკითხებს უნდა მივუდგეთ. ამბიდან გამომდინარე, ეპიზოდის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება მძიმე მოსასმენი იყოს, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
More episodes
Search
Clear search
Close search
Google apps
Main menu